Friday, July 9, 2010

პროექტი


მთავარი იდეა
როგორ განვასხვავებთ წელიწადის დროებს?საინტერესო კითხვები:
ა. წელიწადში რამდენი დროა?
ბ.რომელია გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის თვეები?
გ. რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს თითოეულ დროს?
დ. რომელ მნიშვნელოვან დღესასწაულს ვზეიმობთ შესაბამის დროში?
შეკითხვების ჩამოწერის შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან 4 მცირე საპროექტო ჯგუფში შესაბამისი სახელწოდებებით: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

მნიშვნელობა–აქტუალობა
მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზიის განვითარებისა და გამოვლენის უნარი,კარგად შეისწავლიან წელიწადის დროებს,განუვითარდებათ ბუნების სილამაზის აღქმის უნარი. განუმტკიცდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა.

მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეისწავლიან შერეული მასალის გამოყენებით მუშაობას, შეძლებენ გამოკვეთონ ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები,რაც ახასიათებს წელიწადის სხვადასხვა დროს.
ს.გ.II.3 მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს, ფორმას და ასახავს მას ნამუშევარში;
.სქემატურად –კონტურით–ასახავს ობიექტის ფორმას ნამუშევარში.
. ადეკვატურად შეარჩევს ობიექტის ფერს.
.ხატავს ნატურიდან მაგ: მარტივ ნატურმორტს.
. ხატავს მეხსიერებით.
. გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე–ღამის სხვადასხვა მონაკვეთს,წელიწადის დროს.
ს.გ.II.4 მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს.
• ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს
• ხატავს წარმოსახვით
ს.გ.II.6 მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად
. მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში – ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას
. ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესტან ერთად.
ს.გ.II 7.მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს, გამოთქვამს აზრს საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე
. განმარტავს რისი ასახვა უნდოდა ნამუშევარში
.უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე /მომწონს, არ მომწონს/
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებლებს
. სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით
. აცდის სხვას საუბრის დასრულებას
.წარსდგება აუდიტორიის წინაშე, როგორც ავტორი
მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პროექტს, პლაკატის ან კოლაჟის სახით

შეფასების საგანი და პროცედურები
დამზადებული პროექტი,პლაკატი ან კოლაჟი, ზეპირი პრეზენტაცია, შერეული მასალის მრავალფეროვნება და ფერების სწორი გამოყენება.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ წელიწადის დროები,მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები, უნდა შეეძლოთ ჯგუფური მუშაობა


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
პლასტელინი, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა,ფორმატის ქაღალდი,მაკრატელი,წებო,ფერადი ქაღალდი,საღებავები ,კომპიუტერი,ფოტოები, ჩანახატები.

სასწავლო პროექტის მსვლელობათემას, გავაცნობ პროექტის შინაარსს,მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ,რამდენი დღე დასჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად (1 გაკვეთილი);
დავყოფ კლასს ჯგუფებად, ჯგუფები გადაინაწილებენ საქმიანობებს(1 გაკვეთილი);
დაგეგმილი საქმიანობის შასაბამისად იწყებენ დავალებების შესრულებას, ინფორმაციის მოძიებას (3 დღე);
მოძიებული ინფორმაციიტ ამზადებენ პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამაში (2 დღე);
წარადგენენ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით (1 გაკვეთილი)